Monday, November 13, 2017

სასწავლო პროექტის გეგმა

1.ექსკურსია მარშრუტით:
თბილისი-დმანისის სიონი, დმანისის ნაქალაქარი.               

2.პროექტის სრული აღწერა:
  ჩემი მიზანია გავეცნოთ, ქვემო ქართლის ბუნებას, ყოფა-ცხივრებას და შევისწავლოთ ისტორიული ძეგლები, მოვიაროთ ფეხით დმანისის სიონი, საიდუმლო გვირაბი რომელიც მდინარე მაშავერასთან,  აკავშირებს ტაძარს. გავეცნოთ ისტორიული ძეგლის მნიშვნელობას. მოვინახულოთ ღია არქეოლოგიური მუზეუმი, გიდის დახმარებით გავიაზროთ  პირველი ევროპელების დასახლების ისტორიას მდინარე მაშავერას და ფინეზაურის ხეობაში.

3. მონაწილეთა ასაკი:
 15 წელი
4.ვადები/ ხანგრძლივობა:
     5  დღე
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ისტორიული  ძეგლის დმანისის სიონის და ნაქალაქარის შესახებ. წარმოადგენენ პროექტის სახით.
6.მოსალოდნელი შედეგი/პროექტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეადგენენ საკულტო ნაგებობის ფოტოალბომს, ჩანახატებს, ესეებს.

7.სასარგებლო სხვებისთვის:
მოძიებული მასალა დაეხმარება სხვებს მხარის და ტაძრების უკეთ შესწავლაში.

8.სამუშაო ენა: ქართული
9.მოსწავლეები სხვა კლასებიდან:
არ არის.

10. საგნებთან  / საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მოგზაურობა კავშირშია ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან, ქართულთან.


11.პროექტის ავტორი: ელისო სოლოღაშვილი

No comments:

Post a Comment