გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა                         
მასწავლებლის სახელი,  გვარი, პირადი ნომერი: ელისო სოლოღაშვილი 011008096
საგანი: გეოგრაფია
სწავლის საფეხური/ კლასი: საშუალო საფეხური X1  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
გაკვეთილის თემა: დასავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს  გაანალიზოს დასავლეთ ევროპის  ქვეყნების ადგილი მსოფლიოში, რიგი სოციალურ- ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.  ჩამოთვლის  და დააჯგუფებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს განვითარების ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორების მიხედვით. გაეცნობა ცენტრალური და დასავლეთ ევროპის რეგიონის  რესურსებსა და ეკონომიკურ განვითარების დონეს შორის არსებულ კავშირებზე.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებუ-
ლი
მეთოდი/
მეთოდები
კლასის
ორგანიზაციის ფორმა,
ფორმები
სასწავლო
რესურსი
დრო
1
მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას
ლექციური
მთელი კლასი
ინფრაწითელი დაფა,
გაკვეთილის თემა, მიზანი,
შეფასების რუბრიკები
1 წთ
2
გამოწვევის ფაზაზე პროვოცირებისათვის დავსვამ კითხვებს:
რომელ ქვეყნებს მოიცავს დასავლეთ ევროპის რეგიონი? ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყნებია რესპუბლიკური და რომელიშია მონარქიული მმართველობა, რომელია ფედერაციული მოწყობის ქვეყანა?
გონებრივი იერიში
მთელი
კლასი
ინფრაწითელი დაფა
1წთ
3
წვდომის ფაზაზე მოსწავლეებს შევთავაზებ პოგრამა „power point”- ში შესრულებულ სლაიდშოუს და დასავლეთ ევროპის რეგიონს  კითხვა- პასუხის რეჟიმში განვიხილავთ. განსაკუთრებით დაწვრილებით ორ  ქვეყანას: გაერთიანებულ სამეფოს და საფრანგეთს: მათ, ბუნებას, მოსახლეობას, ეკონომიკას და ღირსშესანიშნაობებს. ვენის დიაგრამის საშუალებით შევადარებთ ერთმანეთს ჰოლანდიას და ბელგიას  მოსწავლეები მოძებნიან მსგავსებასა და განსხვავებას  ქვეყნებს შორის.
ინტერაქტიული

















ვენის დიაგრამა
მთელი კლასი

















მთელი კლასი
პოგრამა „power point”- ში

















დაფა და მარკერი
20 წთ
4
წვდომის ფაზა (აქტიური ფაზა) ახალი მასალის, კერძოდ ცენტრალური ევროპის ახსნის,  განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის გაცნობის შემდგომ -  თანამიმდევრულად დავსვამ კითხვებს- რომელი ქვეყნები შედის ცენტრალრი  ევროპის რეგიონში? რომელ ქვეყანას უწოდებენ ევროპის ძრავას?   დაასახელეთ რა  რესურსებით არის მდიდადი გფრ?  დაასახელეთ გფრ-ს უმაღლესი მწვერვალი?რომელ წელს გაერთიანდა გფრ და გდრ?
რომელი ქვეყნები გაჩნდა ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდგომ?
ლექციური
მთელი კლასი
ინფრაწითელი დაფა
15წთ
5
გააზრების ფაზა. მივცემ დავალებას მონიშნონ ევროპის კონტინენტის კონტურულ  რუკაზე ცენტრალური ევროპის ქვეყნები და დედაქალაქები. დააწერონ მმართველობის ფორმები. ასევე გფრ-ს უმაღლესი მწვერვალი . და მნიშვნელოვანი მდინარეები.
პრაქტიკული, შესრულებული დავალების წვდომა
წყვილებში
კონტურული რუკა
5წთ
6
გაკვეთილის შეჯამება-მოსწავლეებმა განსაზღვრეს ცენტრალური ევროპის რეგიონის ძირითადი მახასიათებლები და გაარკვიეს ცენტრალური ევროპის რეგიონის კერძოდ, გერმანიის მდებარეობა , მოსახლეობა, და ეკონომიკური თავისებურებანი
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
ინფრაწითელი  დაფა. სლაიდი
რუკა
1წთ
7
მოსწავლის შფასება-
განმსაზღვრელი
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი

1წთ
8
საშინაო დავალება
ცენტრალური ევროპის რეგიონი. კერძოდ გერმანია. გვ199-200
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
ინფრაწითელი დაფა
1წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:  მოსწავლეები გაიცნობენ დასავლეთ და ცენტრალურ  ევროპაში შემავალ ქვეყნებს. დააჯგუფებენ მათ მმართველიბის, ადმინისტრაციულ- ტერიტორიული მოწყობის მიხედვით. გაერკვევიან რესურსებში, რომლებსაც ფლობენ  ეს ქვეყნები.იმსჯელობენ მოსახლეობასა და ეკონომიკურ თავისებურებანზე.გაეცნობან  ქვეყნების ძოირითად  ღირსშესანიშნაობანს.

                                         რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
  ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, მისწავლეებს გამომუშავებოდათ კვლევის უნარი და შეძლებოდათ ფოტოებით ქვეყნების დახასიათება და გამოცნობა. გაკვეთილის თემა იყო დასავლეთ ევროპის რეგიონის დახასიათება და ცენტეალური ევროპის  რეგიონის ახსნა და განმტკიცება. გამოწვევის ფაზაზე დასმულმა მარტივმა კოთხვებმა, მოსწავლეებში  გამოიწვია ინტერესის გაღვივება თემასთან დაკავშირებით. წვდომის  ფაზაში მოსწავლეებს შევთავაზე “power point”-ში შესრულებული სლაიდშოუ და დასავლეთ ევროპის რეგიონი კითხვა-პასუხის რეჟიმში განვიხილეთ. განსაკუთრებით დაწვრილებით იყო წარმოდგენილი: გარეთიანებული სამეფო და საფრანგეთი. ინფრაწითელი დაფა საშუალებას იძლევა ბავშვმა მეტი სიზუსტით აღიქვან, ამ ქვეყნების მთავარი მახასიათებლები. დაფაზე ჩნდებოდა შეკითხვები და მოსწავლე აფიქსირებდა საკუთარ აზრს და შეხედულებებს, არგუმენტების საშუალებით ცნილობდნენ დაესაბუთებინათ საკუთარი შეხედულებები. სლაიდს თან ახლდა რუკები და ფოტო მასალა რათა მათთვის უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ინფორმაცია. ხოლო დ ვენის დიაგრამის გამოყენებამ,  მომცა საშუალება  მოსწავლეებისთვის უკეთ გასაგები ყოფილიყო ჰოლანდიისა და ბელგიის სართო ნიშან-თვისებები. ასევე დაეხმარა მოსწვლეებს ემსჯელათ ამ ორ წვეყანას შორის განსხვავებებზე.  ასევე განვიხილეთ ირლანდია და ლუქსემბურგი.
    ახალი მასალის გაცნობის დროს გავნიხილე ცენტრალურ ევროპაში შემავალი რვა ქვეყანა. განსაკუთრებით დაწვრილებით გავაცანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ლექციური მეთოდით საშუალებით. ახსნის დროს“  power point“- შესრულებული სლაიდები იწვევდა ინტერესს მოსწვლეში და ააქტიურებდა მათ  ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. გააზრების ფაზაში მოსწავლეებს დავურიგე ევროპის კონტინენტის კონტურული რუკები, სადაც ბავშვებმა იმუშავეს წყვილებში და ერთნანეთის დახმარებით მონიშნეს ცენტრალურ ევროპის რეგიონში შემავალი ყველა ქვეყანა და დედაქალაქი.ასევე დაიტანეს კონტურულ რუკაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი მწვერვალი მნიშვნელობანი მდინარეები და ფედერაციული ერთეულები. კომტურულ რუკაზე მუშაობამ გამიიწვია მეტი ინტერევი და მათთვის უფრო გასაგები გახდა ახსნილი მასალა, დააზუსტდა ქვეყნის საზღვრები და მმართველობის ფორმები.  გაკვეთილის ბოლოს შევაჯამე ჩვენს მიერ განხილული რეგიონის მთავარი კომპონენტები.
   გავაანალიზე ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი და ვფიქრობ სასურველი იქნებოდა, მეტი ყურადღება მიმექცია ახალი მასალის გაცნობის დროს  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის წარმატების მიზეზებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში მის ჩართულობაზე. ამ ხარვეზს აუცილებლად გამოვასწორებ შემდგომ გაკვეთილებზე.

                      გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი: ელისო სოლოღაშვილი
                                                                                                 თარიღი:  23.04.2018წ
 









გაკვეთილის    გეგმა


 მასწავლებელი---ელისო სოლოღაშვილი გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი
 საგანი----კლასის საათი                                             
სწავლების საფეხური/კლასი----საშუალო (მე-11 კლასი)
მოსწავლეთა რაოდენობა----20  
თარიღი--25.10.2018
გაკვეთილის თემა:---- ბულინგი

გაკვეთილის მიზანი: ----მოსწავლეები გაეცნობიან:
 ბულინგისა და ძალადობს ცნებებსა და სახეებს;
  მოძალადისა და მსხვერპლისთვის დამახასიათებელ ნიშნებს;
  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი ძალადობისდმი;
  ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თანაგრძნობის უნარის განვითარებას.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები-
გავარკვევ მოსწავლეთა დასწრებას. მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. შევახსენებ კლასის ორგანიზების ფორმის „დისკუსია“  მუშაობის წესებს.
ლექციური
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკები

3 წთ.
2
გამოწვევის ფაზა.
მოსწავლეებს დაუსვავ კითხვებს  ბულინგის შესახებ.
ვაჩვენებ ქართულ  მხატრულ
 ფილმს „სუფთა დაფა“

გონებრივი იერიში

მთელი კლასი

25წთ.
4.
გააზრების  ფაზა
 მივმართავ მოსწავლეებს, რომ განაწილდნენ ჯგუფებად (ჯგუფის წევრებს შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს) ვაწესებთ დროის ლიმიტს და ვაძლევ ინსტრუქციას,
მოსწავლეებმა ნანახი ფილმის მიხედვით უნდა შეასრულონ დავალება. ფურცლებზე დაწერონ პერსონაჟების დადებითი და უარყოფითი თვისებები. ფილმის მიხედვით  დაახასიათონ პერსონაჟებს დადებითი და უარყოფითი თვისებები, რა მოეწონათ  და რა არ მოეწონათ.  
ლექციური
ჯგუფებში მუშაობა
თაბახის ფურცლები

საწერი   კალამი



7
წთ.



4.
გააზრების  ფაზა
 მივმართავ მოსწავლეებს, რომ განაწილდნენ ჯგუფებად (ჯგუფის წევრებს შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს) ვაწესებთ დროის ლიმიტს და ვაძლევ ინსტრუქციას,
მოსწავლეებმა ნანახი ფილმის მიხედვით უნდა შეასრულონ დავალება. ფურცლებზე დაწერონ პერსონაჟების დადებითი და უარყოფითი თვისებები. ფილმის მიხედვით  დაახასიათონ პერსონაჟებს დადებითი და უარყოფითი თვისებები, რა მოეწონათ  და რა არ მოეწონათ.  
ლექციური
ჯგუფებში მუშაობა
თაბახის ფურცლები

საწერი   კალამი



7
წთ.
5.
ჯგუფების პრეზენტაცია

განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მივმართავ ჯგუფებს, დაიწყონ პრეზენტაცია... რა გააკეთეს  და როგორ გადაჭრეს პრობლემა

პრეზენტაზია
ჯგუფები
თაბახის ფურცლები,
დაფა, მაგნიტი
5წთ.
6.
შეფასება                                           შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებით

მთელი კლასი

3წთ.
7.
გაიხსენონ მხატვრეული ნაწარმოები ბულინგის თემაზე, მომდევნო გაკვეთილზე განვიხილავთ ამ ნაწარმოებს და ვიმსჯელებთ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მთელი კლასი
მხატრული ნაწარმოები.
საწერი კალამი

2წთ.






გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:----მოსწავლეებ გაეცნე
 ბულინგისა და ძალადობს ცნებებსა და სახეებს;
  მოძალადისა და მსხვერპლისთვის დამახასიათებელ ნიშნებს;
  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი ძალადობისდმი;

  ამ  ყველაფერმა ხელ შეუწყო თანაგრძნობის უნარის განვითარებას.






No comments:

Post a Comment